სამართალი

პროკურატურა დაკავებულ ფოტოგრაფებთან საპროცესო შეთანხმებას აფორმებს

22 ივლისი, 2011 • 1463
პროკურატურა დაკავებულ ფოტოგრაფებთან საპროცესო შეთანხმებას აფორმებს

“საქმის მიმდინარეობისას ბრალდებულებმა ადვოკატების თანდასწრებით მიაწოდეს გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინფრომაცია. მოპოვებული მტკიცებულებების შესწავლის და ანალიზის საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, ოთხივე ბრალდებულთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოს პროკურატურამ 22 ივლისს გამოაქვეყნა თავის ვებგვერდზე.

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ  იშუამდგომლებს სასამართლოს წინაშე ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძის, ირაკლი და ნათია გედენიძეების მიმართ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე, პირობითი მსჯავრის გამოყენების თაობაზე. როკურატურამ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა საქმის მასალები, რომლებიც აქამდე დახურული იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი