2012.05.20

დაკავებულია გელა მთივლიშვილი

მედია, ინფორმაციის თავისუფლება,

სამართალდამცავებმა  დააკავეს კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი. 

კახეთი საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტის მანანა ვარდიაშვილის ცნობით, მთივლიშვილი თიანეთის პოლიციის შენობას იღებდა, რის შემდეგაც მას კამერის წართმევა დაუპირეს, ხოლო რადგან ჟურნალისტმა კამერა არ მისცა, დააკავეს.

კახეთი საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტის მანანა ვარდიაშვილის ცნობით, მთივლიშვილი თიანეთის პოლიციის შენობას იღებდა, რის შემდეგაც მას კამერის წართმევა დაუპირეს, ხოლო რადგან ჟურნალისტმა კამერა არ მისცა, დააკავეს.


შემთხვევის თვითმხილველია “ქართული ოცნების” წევრი რუსუდან სიასური, რომელსაც მთივლიშვილი გადაღებამდე ესაუბრებოდა.

სისაური ამბობს, რომ გელა მთივლიშვილი იმყოფებოდა "ქართული ოცნების" ოფისში, რათა გაეშუქებინა მათი ერთ-ერთი წევრის განცხადება, რომელსაც მისი თქმით სოციალური დახმარება იმიტომ შეუწყვიტეს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერებს შეხვდა.

მაშინ, როცა სისაურს, რომელსაც თან ჰქონდა მთივლიშვილის მობილური ტელეფონი,   “ნეტგაზეთი”, ესაუბრებოდა, მასთან  სამართალდაცავები მივიდნენ და თხოვეს გადმოსულიყო მთივლიშვილის ავტომანქანიდან.


სიასურმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ დაკავებამდე მთვილიშვილმა გადასცა თავისი მობილური ტელეფონი და სთხოვა, რომ არ დაეტოვებინა მისი მანქანა.


სისასურის ცნობითვე პოლიციელება უთხრეს, რომ გელა მთივლისთვილისთვის სასწარფო დახმარება  გამოიძახეს.


გელა მთივლიშვილი არის ჟურნალისტური ეთიკის  ქარტიის წევრი.

გელა მთივლიშვილი

გელა მთივლიშვილი