ახალი ამბები

ღარიბაშვილის გამოსვლა დადიანების სასახლეში “თავისუფალმა ზონამ” გააპროტესტა

2 აპრილი, 2014 • • 1173
ღარიბაშვილის გამოსვლა დადიანების სასახლეში “თავისუფალმა ზონამ” გააპროტესტა

დადიანების სასახლესთან აქცია გამართეს “თავისუფალი ზონის” აქტივისტებმა. პარალელურად მიმდინარეობდა კონტრაქცია, რომელშიც “ქართული ოცნების” აქტივისტები მონაწილეობდნენ. 

 

“თავისუფალი ზონის” აქტივისტები გამოუძიებელი საქმეების გამოძიებას ითხოვდნენ. ანალოგიური მოთხოვნები ჰქონდათ კონტრაქციის მონაწილეებსაც, რომლებიც სამეგრელოში სააკაშვილის მთავრობის საქმინობას აპროტესტებდნენ.   


“თავისუფალი ზონის” ზუგდიდის კოორდინატორის განცხადებით, ამ აქციით სამეგრელოში პრემიერ–მინისტრის ვიზიტი გააპროტესტეს:  


“ვაპროტესტებთ ირაკლი ღარიბაშვილის ჩამოსვლას სამეგრელოში. გამოიძიოს პრემიერ–მინისტრმა, ვინ მოკლა შალვა თათუხაშვილი, რომელიც იყო ნავთლუღის სპეცოპერაციის ერთად–ერთი მოწმე. “

 


საპროტესტო აქციის და კონტრაქციის მონაწილეებს შორის მცირედი შეკამათება მოხდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. 


მასალების გადაბეჭდვის წესი