ახალი ამბები

სურსათის სააგენტო: ამოღებულია 20კგ საეჭვო წარმომავლობის ხორცი

2 აპრილი, 2014 • • 2529
სურსათის სააგენტო: ამოღებულია 20კგ საეჭვო წარმომავლობის ხორცი

მათი ინფორმაციით, რეალიზატორმა ვერ წარმოადგინა ვეტერინარული მოწმობა ფორმა #2, ამავე ობიექტში მზა კერძებს აწარმოებდნენ არასათანადო სანიტარიულ პირობებში. ბიზნესოპერატორი 1000 ლარით დაჯარიმდა.


სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ასევე დააჯარიმა წერეთლის გამზირზე მდებარე სუპერმარკეტი “თურსა”, ვინაიდან თურქული წარმოების სხვადასხვა სახეობის პროდუქტი მარკეტში ქართული ეტიკეტის გარეშე იყო წარმოდგენილი. “თურსა” 400 ლარით დაჯარიმდა.


სააგენტომ ასევე რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის 300 ლარით დააჯარიმა ინდმეწარმე “გიორგი ჯანელიძე” და ინდმეწარმე “ვალერიანი პაპიაშვილი”.

 

“სურსათის ეროვნული სააგენტო შეახსენებს მეწარმეებს, რომ პირი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებასთან, გადამუშავებასთან ან დისტრიბუციასთან, ასევე, პირველად წარმოებასთან, ვალდებულია დარეგისტრირდეს ბიზნესოპერატორად – კვების პროდუქტების მწარმოებელ დისტრიბუტორ საწარმოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი