ახალი ამბები

27 მარტი – ანონსი

26 მარტი, 2014 • • 1007
27 მარტი – ანონსი

09:00 –  ევროკავშირის ოფისში, ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის წარმომადგენლები საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს, ფილიპ დიმიტროვს და საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდებიან. 

09.30 – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” მე-3 პავილიონში საერთაშორისო კონფერენციას გახსნის. თემა: “ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან – პერსპექტივები და შესაძლებლობები”

10:30 – პრეზიდენტის სასახლეში, ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის წარმომადგენლები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდებიან. 

10:50 –  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, “ექსპოჯორჯიას” საგამოფენო ცენტრის მე-3 პავილიონში, ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს ეკონომიკური განვითარების საკითხებში დანიელა ვობევას შეხვდება.

11:00-  “რეპორტიორის” პრესკლუბში “მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის” ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: ზურაბ ჟვანიას ოჯახის განცხადება, შეფასებები, სააკაშვილი პროკურატურაში, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები.

11:00 – სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში”, საქართველოს სახალხო დამცველი “სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისას მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობის” შესახებ ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

11:30 – “რეპორტიორის” პრესკლუბში “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია ბრიფინგს გამართავს.
თემა: ჟვანიას ოჯახის განცხადება, შეფასებები, სააკაშვილი პროკურატურაში, სააკაშვილის ინტერვიუ, უკრაინის პროცესები.

11:30 -“პირველის” პრესკლუბში თეა თუთბერიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ჟვანიას საქმე, სააკაშვილის პროკურატურაში დაბარება. 
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნესცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართული. საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22

11:30 – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი “ექსპოჯორჯიას” საგამოფენო ცენტრის მე-3 პავილიონში ლიტვის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს ევალდას გუსტასს შეხვდება.

12:00 –  “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე და თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის ხელმძღვანელი კახა კუკავა მარჯანიშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდება. თემა: უკანონო მშენებლობა. მის: მარჯანიშვილის ქ. #16. ტელ: 597 35 22 88 

12:00-  ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდებიან. 

12:00 –  მთავარ პროკურატურასთან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ორგანიზებით აქცია – “მე დღეს მიშა ვარ, მეც დამკითხეთ” გაიმართება. 

12:00 – “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი გია ხუხაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: ჟვანიას საქმე, სააკაშვილის პროკურატურაში დაბარება, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. 
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნესცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართული, საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22

12:00 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

12:30- “პრაიმტაიმის” პრესკლუბში საერთაშორისო ექსპერტი ავიკ დორესკინი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ყირიმში განვითარებული მოვლენები.

13:00 -“რეპორტიორის” პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ აბაშიძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: ზურაბ ჟვანიას ოჯახის განცხადება, შეფასებები, სააკაშვილის ინტერვიუ, სააკაშვილი პროკურატურაში, უკრაინის მოვლენები, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები.

13:00 –  “პირველის” პრესკლუბში ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: სააკაშვილის პროკურატურაში დაბარება. მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნესცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართული. საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22

13:30 –  “პრაიმტაიმის” პრესკლუბში დედათა კომიტეტის თავმჯდომარე ქეთევან ადამია პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: სოზარ სუბარისადმი მიმართვა.

14:00 –  “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ექსპერტი გია ნოდია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

14:00 – “რეპორტიორის” პრესკლუბში “სოციალ-დემოკრატების” აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, ყოფილი შს მინისტრი კობა ნარჩემაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: სააკაშვილი პროკურატურაში, სააკაშვილის ინტერვიუ, ჟვანიას საქმე.

 

17:00 – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიდი საგამოფენო დარბაზში გაიმართება, მხატვარ, გოგი ლაზარიშვილის პერსონალური გამოფენა – “ახალი სურათები”, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 15 ნამუშევარი.

19:00 –  “თიბისი გალერეაში” მხატვარ თემო ჯაფარიძის 77 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება. თემა: საზოგადოებისთვის უცნობი მხატვრის მიერ სიცოცხლის ბოლო თვეებში შექმნილი პორტრეტების სერია. მარჯანიშვილის ქ. #7, “თიბისი ბანკის” სათავო ოფისი

მასალების გადაბეჭდვის წესი