ახალი ამბები

ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო კომიტეტმა რეკომენდაციები შეიმუშავა

26 მარტი, 2014 • • 992
ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო კომიტეტმა რეკომენდაციები შეიმუშავა

“დოკუმენტი, როგორც ყოველთვის, სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს. საუბრობს რეკომენდაციებზე, მათ შორის ევროკავშირისთვის დევნილების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის რა უნდა გაკეთდეს, საუბარია კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით, რომელიც უფრო დეკლარაციული ხასიათისაა, ბუნებრივია, და გამოხატულია ყველა ის პოზიცია, რაც ვიცით, დამატებულია შარშანდელისგან განსხვავებით ბორდერიზაციის საკითხი, როგორც ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რაზეც ევროკავშირმა უნდა გაამახვილოს ყრუადღება, ასევე, ბუნებრივია, შეიცავს რეფორმების და დემოკრატიის თავს, რომელშიც ასევე საუბარია იმ პოზიტიურ რეფორმებზე და ცვლილებებზე, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე, რომელიც განხორციელდა ქვეყანაში”, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტის პირველი ნაწილია:

 

“პირველი ნაწილი არის პოლიტიკური განაცხადი და ეს ჩემი აზრით ყველაზე უფრო საინტერესოა, რადგან რაზეც ვსაუბრობდით, რომ ევროპული ქვეყნებისთვის ევროკავშირი ღიაა იმისათვის, რომ დემოკრატიულ დავალებებს შეასრულებენ, ეს დაფიქსირდა, ეს ტექსტი ჩვენ დოკუმენტში გვაქვს. ის მთავარი პრინციპი, რომლის ჩაწერაზეც ამდენი ხნის მანძილზე თავს იკავებდნენ, დღეს უკვე არის”, – განაცხადა ხიდაშელმა.

 

დოკუმენტის ტექსტს ჟურნალისტებს რამდენიმე წუთში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე წარუდგენენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი