ახალი ამბები

პუტინი: 1954 წელს ყირიმი უკრაინას ნიკიტა ხრუშჩოვმა კონსტიტუციის დარღვევით გადასცა

18 მარტი, 2014 • • 1396
პუტინი: 1954 წელს ყირიმი უკრაინას ნიკიტა ხრუშჩოვმა კონსტიტუციის დარღვევით გადასცა

მისი თქმით, ხრუშოვმა ყირიმი უკრაინას კონსტიტუციური ნორმების დარღვევით გადასცა: 

 

“1954 წელს ყირიმი და სევასტოპოლი უკრაინას გადასცეს.  ამ გადაწყვეტილების ინიციატორი პირადად იყო ნიკიტა ხრუშჩოვი. რამ უბიძგა მას ამისკენ, დაე, ეს ისტორიკოსებმა გაარკვიონ. ეს საკითხი კულუარებში გადაწყვიტეს კონსტიტუციური ნომრების ყოველგვარი დარღვევით. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ეს გადაწყვეტილება მაშინ მხოლოდ ფორმალობად იქნა აღქმული. ადამიანები პირდაპირ ფაქტის წინაშე დააყენეს. მაშინ წარმოუდგენელი იყო, რომ უკრაინა და რუსეთი გაიყოფოდნენ. ცოტას თუ ესმოდა იმ ყველაფრის დრამატიზმი (საბჭოთა კავშირის დაშლა). ბევრი იმედოვნებდა, რომ დსთ  გახდებოდა სახელმწიფოებრიობის ახალი ფორმა, იყო დაპირება საერთო ვალუტის და ეკონომიკური სივრცის, მაგრამ ეს მხოლოდ დაპირებად დარჩა და სახელმწიფოდ ვერ იქცა. მაშინ რუსეთმა გააცნობიერა, რომ ის არა გაქურდეს, არამედ გაძარცვეს. მაგრამ თვითონ რუსეთმაც შეუწყო ხელი საბჭოთა კავშირის დაშლას. შემდეგ დაივიწყეს ყირიმის შესახებაც და სევასტოპოლში არსებული შავი ზღვის ფლოტის თაობაზეც. მილიონობით რუსი ერთ საათში ეთნიკურ უმცირესობად იქცა. მილიონობით რუსმა ღამით დაიძინა  ერთ ქვეყანაში და გაიღვიძა საზღვრებს გარეთ. რუსი ხალხი მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე დაქსაქსულ ერად იქცა. ყირიმელები ამბობენ, რომ 1991 წელს ისინი ერთი ხელიდან მეორეში ისე გადასცეს, როგორც კარტოფილის ტომარა, რუსეთმა კი ეს შეურაცხყოფა გადაყლაპა. ჩვენი ქვეყანა ისეთ რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ საკუთარი ინტერესების დაცვა ვერ მოახერხა”, – განაცხადა პუტინმა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი