ხელოვნება

ACT -ის კვლევის მიხედვით, თბილისელთა 60% ბოლო 1 წლის მანძილზე კინოში არ ყოფილა

14 მარტი, 2014 • • 1190
ACT -ის კვლევის მიხედვით, თბილისელთა 60%  ბოლო 1 წლის მანძილზე კინოში არ ყოფილა

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ხუთიდან სამი თბილისელი (60%) ბოლო 1 წლის მანძილზე კინოში საერთოდ არ ყოფილა. თბილისელების ერთი მეხუთედი (21%) კი კინოთეატრის აქტიური ვიზიტორია – თვეში ერთხელ ან უფრო ხშირად სტუმრობს კინოთეატრებს ფილმების დიდ ეკრანზე საყურებლად. 

 

 

როგორც აღმოჩნდა, რუსულად გახმოვანებული ფილმების ყურებას უპირატესობას მხოლოდ 28% ანიჭებს, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობას (68%) კი სურს კინოთეატრებში ქართულად დუბლირებული ფილმები აჩვენონ. დედაქალის მაცხოვრებელთა ერთი მეათედი (8%) კი აცხადებს, რომ კინოში ფილმების ყურება ორიგინალურ ენაზე დუბლირებისა და სუბტიტრების გარეშე ურჩევნიათ.

 

 

გამოკითხვა ჩატარდა 401 ზრდასრულ თბილისელთა შორის 2014 წლის თებერვალში, მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4,75%-ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი