ახალი ამბები

მერია: საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილება 13000 ადამიანს უმუშევრად ტოვებს

24 თებერვალი, 2014 • • 1359
მერია: საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილება 13000 ადამიანს უმუშევრად ტოვებს

ცვლილებების თანახმად “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონს დაემატა 1344 მუხლი, რომლის თანახმადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ყველა მოხელე, ვინც თვითმმართველ ორგანოში მუშაობს, დროებითი თანამდებობის შემსრულებლად ჩაითვლება და უფლებამოსილებას მანამდე განახორციელებს, სანამ ადგილები კონკურსის წესით თავიდან არ შეივსება. კონკურსის წესით თანამდებობაზე მოხელეების დანიშვნა კი უნდა დასრულდეს არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 120 დღეში.


ცალსახაა, რომ კანონმდებელმა ამ გადაწყვეტილებით ყოველგვარი დასაბუთების გარეშე თანამდებობიდან გათავისუფლებულად გამოაცხადა ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე (დაახლოებით 13 000 ადამიანი). ეს მაშინ, როდესაც ადამიანის შრომის უფლება კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დაცული და გარანტირებული ადამიანის ძირითადი ფუნდამენტური უფლებაა”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

 


მერიაში მიიჩნევენ, რომ მსგავსი პრეცედენტი ძალაში არ უნდა დარჩეს, რადგან ეს ხელისუფლების მხრიდან თვითნებური და არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღებას წაახალისებს. 


აღნიშნული კი, გარდა იმისა, რომ კონკრეტული ადამიანებისთვის დაუმსახურებლად და უარგუმენტოდ შექმნილ პრობლემებს ნიშნავს, ასევე მკვეთრად უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯზეც, რადგან მსგავის კანონის მიღება აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდბულებას, ქვეყანაში გარანტირებული იყოს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული ფუნდამენტური უფლებები”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

 


მასალების გადაბეჭდვის წესი