ფრანგ ფეხბურთელებს არასრულწლოვანთან სექსის გამო გაასამართლებენ
ფეხბურთი,ორწლიანი გამოძიების შემდეგ ფრანგი ფეხბურთელები ფრანკ რიბერი და ქარიმ ბენზემა სასამართლოს წინაშე წარდგებიან, მათ ბრალად არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებაში ედებათ.
ორივე ფეხბურთელი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრია. მოსამართლემ ფეხბურთელები ჩვენების მისაცემად დაიბარა.
ფეხბურთელები ბრალს არ აღიარებენ, თავად მსხვერპლი კი აცხადებს, რომ მასთან სექსუალური კავშირის დამყარებისას ფეხბურთელებმა მისი ასაკის შესახებ არაფერი იცოდნენ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრებს სამ წლამდე პატიმრობა და 45 ათასამდე ევროს რაოდენობის ჯარიმის დაკისრება ემუქრებათ.

კომენტარი