ეკონომიკა

თიბისი ბანკი საგარეო ვაჭრობის ოპერაციებს დააფინანსებს

4 ოქტომბერი, 2011 • • 1008
თიბისი ბანკი საგარეო ვაჭრობის ოპერაციებს დააფინანსებს

საფინანსო კორპორაციამ თიბისი ბანკს 10 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სავაჭრო დაფინანსების საგარანტიო ხაზი გაუხსნა. რაც ბანკს ადგილობრივი კომპანიების საგარეო სავაჭრო ოპერაციების დაფინანსებაში დაეხმარება.

თიბისი ბანკი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის გლობალური ვაჭრობის დაფინანსების პროგრამას შეუერთდება, რაც მას საშუალებას მისცემს, კლიენტებს შესთავაზოს იმპორტისა და ექსპორტის გრძელვადიანი დაფინანსება გაუმჯობესებული პირობებით. ეს პროგრამა ბანკს დააკავშირებს მსოფლიოს დაახლოებით 85 ქვეყნის 300-ზე მეტ ბანკთან.

საფინანასო კორპორაციასთან თანამშრომლობის შედეგად თიბისი ბანკი მიიღებს მნიშვნელოვან გარანტიებს საერთაშორისო ვაჭრობის მხარდასაჭერად საქართველოში,” განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. ”ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში თიბისი ბანკს საშუალება ექნება, დააფინანსოს ადგილობრივი კომპანიები, რომ მათ მომავალში უფრო გააფართოვონ ქვეყანაში ექსპორტისა და იმპორტის ტრანზაქციები და შეაღწიონ საერთაშორისო ბაზრებზე”_ ამბობს ბუცხრიკიძე.

საფინანსო კორპორაციას და თიბისი ბანკს ხანგრძლივი ბიზნესპარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც 1998 წელს დაიწყო. საფინანასო კორპორაცია თიბისი ბანკის ერთ-ერთი აქციონერია. ”იმ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის შემდეგ, რაც რთულ ეკონომიკურ პირობებში საქართველოს საბანკო სექტორს გავუწიეთ, კვლავ განვაგრძობთ ამ სექტორის ხელშეწყობას სხვადასხვა ინიციატივების მეშვეობით, მათ შორის გლობალური ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ამ ხელშეკრულების ხელმოწერა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ხანგრძლივი და წარმატებული თანამშრომლობის გზაზე”, განაცხადა საფინანასო კორპორაციის ვიცე პრეზიდენტმა რაშად კალდანიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი