ფერების ფესტივალი თბილისში
კუს ტბაზე ინდოეთის ტრადიციად ქცეული ფესტივალის ანალოგიური ”ფერების ფესტივალი” მოეწყო
დღეს კუს ტბაზე ”როკისა და ალტერნატიული მუსიკის ფესტივალის დასკვნითი, მესამე კონცერტი იმართება.
კონცერტის დაწყებამდე კი ”ფერების ფესტივალი მოეწყო”. მსგავსი ფესტივალი ინდოეთში ყოველწლიურად, მარტში ან აპრილის დასაწყისში იმართება, თბილისში კი წელს პირველად ჩატარდა.
ფესტივალის ორგანიზატორები ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო არიან, ფერების ფესტივალი კი ”პეპსიმ” დააფინანსა.
გაფერადების მსურველები ერთად შეიკრიბნენ, ისინი ორგანიზატორებმა ფერადი ფხვნილებით შეღებეს. ქაღალდის პაკეტებში ჩაყრილ ფხვნილებს შემაღლებული ადგილიდან ისროდნენ.
საღამო კონცერტით გაგრძელდა რომელიც ჯგუფმა TSU ART-მა გახსნა. კონცერტი ამ წუთებშიც მიმდინარეობს და ღამის 11 საათამდე გაგრძელდება. დასწრება უფასოა.

კომენტარი