“ერთ კაცს ვუყვარდი”[VIDEO]
კინო, რევიუ,“ძალიან სევდიანი და ძალიან სახალისო ისტორია”,- ასე შეაფასა რეჟისორმა ნანა ჯორჯაძემ ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელსაც დამწყები რეჟისორი ანა ურუშაძე იღებს.
ფილმში, რომლის სცენარიც ანა კორძაია–სამადაშვილის ნოველის მიხედვით დაიწერა, მთავარ როლებს მსახიობები ია სუხიტაშვილი და თამარ ბზიავა ასრულებენ. გადაღებებს რეჟისორი ნანა ჯორჯაძე ხელმძღვანელობს:
“არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ კინემატოგრაფიაში ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა რეჟისორები მოდიან, რაც მთავარია, ექსპერიმენტატორები, რა თქმა უნდა, მეტი მუშაობა ჭირდებათ და ცოტა ფულიც და დარწმუნებული ვარ, ქარულ კინოს ძალიან ბევრს შესძენენ. ვფიქრობ, პროექტი ძალიან საინტერესო გამოდის”, – ამბობს ნანა ჯორჯაძე.
“ერთ კაცს ვუყვარდი” - ასეთია ფილმის სახელწოდება რომლის გადაღებებიც დღეს დაიწყო.
გადაღება თიბისი ბანკის მიერ დაფინანსებული კინოპროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტი "20/12" საბოლოოდ 12 მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებას ითვალისწინებს, რომლებიც ერთ სრულმეტრაჟიანი მხატვრულ ფილმად შეიკვრება.
საბოლოო პროდუქტის პრემიერა 17 დეკემბერს თიბისი ბანკის იუბილეზე შედგება.

კომენტარი