ახალი ამბები

აღნიშნეთ ბავშვთა საერთაშორისო დღე „ფრესკოში“

29 მაისი, 2014 • 1510
აღნიშნეთ ბავშვთა საერთაშორისო დღე „ფრესკოში“

„ფრესკოს“  სამივე სუპერმარკეტში ზღაპრების და მულტფილმების გმირები „მულტი-პულტის სამყაროდან“ გამართავენ მხიარულ ღონისძიებას, რომელიც დატვირთული იქნება სხვადასხვა გასართობი და ინტელექტუალური თამაშით.

 

„ფრესკოს“ მომსახურე პერსონალი  ერთი დღით თქვენი შვილების საყვარელ ზღაპრის გმირებად გადაიქცევიან. პარკურის ბიჭები  ექსტრემალურ, თავბრუდამხვევ და სანახაობრივ  შოუს მოაწყობენ, ხოლო ბავშვებისთვის სახის მოხატვაზე პროფესიონალ მხატვართა ჯგუფი იზრუნებს.

 

სპეციალურად ბავშვებისათვის მოწყობილი იქნება სახატავი კუთხე და აქვე გამოვლინდებიან საბავშვო ნახატების კონკურსის „ჩემი ფრესკო“ გამარჯვებულები, რომლებსაც  გადაეცემათ პრიზები,  საუკეთესო ნახატები კი „ფრესკოს“  ქსელში მთელი დღის განმავლობაში იქნება გამოფენილი.

 

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის კეთილგანწყობაზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გვყავდეს რაც შეიძლება მეტი ერთგული და კმაყოფილი მომხმარებელი. სწორედ ამიტომ „ფრესკო“ არ ივიწყებს ისეთ დღესასწაულს, როგორიც არის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და თვლის, რომ ბავშვებზე ზრუნვა ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

 

„ფრესკო“ წინასწარ ულოცავს ყველა ბავშვს  მათ პირად დღესასწაულს და ელოდება „ფრესკოში“, რათა ეს დღე მათ გაატარონ მხიარულად და ხალისიანად.

მასალების გადაბეჭდვის წესი