ახალი ამბები

ღარიბაშვილი:დადგა დრო, ხაზი გაივლოს ბნელ წარსულსა და ნათელ მომავალს შორის

2 აპრილი, 2014 • • 1029
ღარიბაშვილი:დადგა დრო, ხაზი გაივლოს ბნელ წარსულსა და ნათელ მომავალს შორის

“გვიახლოვდება არჩევნები. დადგა დრო, ხაზი გაივლოს ბნელ წარსულსა და ნათელ მომავალს შორის. დღეს არ დავიწყებ იმის გარჩევას, ვინ მართალია და ვინ მტყუანი.  უბრალოდ, ვიტყვი- არავის საპარპაშოდ აღარ უნდა იქცეს ზუგდიდი და ეს რეგიონი. ამ ქალაქს ეს არ ეკადრება. ჩვენ ამას აღარასოდეს აღარ დაუშვებთ და ეს ქალაქი იმსახურებს საუკეთესოს მხოლოდ. სულ ცოტა დროა დარჩენილი 15 ივნისამდე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ხალხი გამოუცხადებს ნდობას ჩვენს პოლიტიკურ ძალას” – განაცხადა ღარიბაშვილმა.


საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამეგრელოს რეგიონს დღეს ესტუმრა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი