ხელოვნება

“Русский Мир”-ისა და ივანიშვილის ფონდის მიერ დაფინანსებული ჟურნალი იუბილეს ზეიმობს

19 მარტი, 2014 • • 2409
“Русский Мир”-ისა და ივანიშვილის ფონდის მიერ დაფინანსებული ჟურნალი იუბილეს ზეიმობს

“რუსული კლუბის” ინფორმაციით, საღამოზე მიწვეული არიან ოფიციალური პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და კულტურის მოღვაწეები.


საღამოს ფარგლებში გაიმართება კონცერტი, რომელშიც მიიღებენ მონაწილეობას ნუნუ გაბუნია, ანსამბლი ”ორერა”, ანსამბლი ”რუსთავი”, ირმა სოხაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ანსამბლი ”ფორტე”, ნუკრი კაპანაძე, არჩილ მეფარიძე, თემო საჯაია და სხვები. საღამოს სამხატვრო ხელმძღვანელია ნუცა ჯანელიძე. 

 

ყოველთვიური ჟურნალი ”რუსული კლუბი” არაკომერციულია და მას გამოსცემს საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსული კლუბი“. პროექტის ხელმძღვანელია ნიკოლოზ სვენტიცკი. “რუსული კლუბის” ინფორმაციით, პროექტი ხორციელდება საქველმოქმედო ფონდ ”ქართუს”, ფონდ ”რუსსკი მირის” და ვითიბი ბანკის მხარდაჭერით.

 

“რვა წელიწადზე მეტია ჟურნალი განუხრელად უწევს პოპულარიზაციას ქართული კულტურის ღირებულებებს და მის მრავალსაუკუნოვან კავშირებს რუსულ და ევროპულ კულტურასთან. ჟურნალ „რუსული კლუბის“ მოღვაწეობა უპრეცედენტო ფაქტია. ის ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლებსა და შემოქმედებით წრეებში პოპულარულ და ინტერესით საკითხავ გამოცემად იქცა”,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “რუსული კლუბი” ავრცელებს. 

 

ორგანიზაცია “რუსკი მირი” ვლადიმერ პუტინის დაკვეთით 2007 წელს შეიქმნა. ორგანიზაციის მიზანია “რუსული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია თანამედროვე მსოფლიოში”.

 

“რუსული სამყაროს ფენომენი აკადემიური და საზოგადოებრივი არენის ყურადღების ცენტრში მოექცა. სტაბილურობა, რომელსაც თანამედროვე რუსეთმა მიაღწია, შესაძლებელი გახადა ყურადღება მივაპყროთ რუსული სამყაროს მნიშვნელობასა და ღირებულებას”,- ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე. 


რუსული კლუბის 10 წლის იუბილე და ჟურნალ „რუსული კლუბის“ მეასე ნომრის გამოშვება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებითა და  მარიამ ოსიტაშვილის ორგანიზებით 2014 წლის 19 თებერვალს აღინიშნა რუსული რომანსის კონცერტით “Ето было недавно”.

მასალების გადაბეჭდვის წესი