ახალი ამბები

ადვოკატები მოითხოვენ ხურჩის ტერაქტის საქმეზე ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლებას

24 ოქტომბერი, 2013 • • 1091
ადვოკატები მოითხოვენ ხურჩის ტერაქტის საქმეზე ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლებას

სასამართლოს სხდომის დაწყებამდე ადვოკატმა გიორგი ონიანმა განაცხადა, რომ დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და მიმართავენ პროტესტი უკიდურეს ფორმას – შიმშილობას.

 

მისი თქმით, ისინი სასამართლოს წინაშე წარსდგებიან შუამდგლომლობით, რომ არ იქნას დაკავებულების მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, ან ისინი გათავისუფლდნენ 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა და ამავე სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი მალხაზ მურღულია 21 ოქტომბერს დააკავეს ხურჩაში 2008 წელს ტერაქტის განხორციელების ბრალდებით.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

მასალების გადაბეჭდვის წესი