2012.08.10

თიბისი ბანკი წარმოგიდგენთ „ვერის უბნის მელოდიების“ თანამედროვე ვერსიას

რეკლამა,

11 აგვისტოს, 20:00 საათზე, ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრში,  საიუბილეო წელთან დაკავშირებით, თიბისი ბანკი წარმოგიდგენთ ყველასათვის საყვარელი ქართული მიუზიკლის „ვერის უბნის მელოდიები“ თანამედროვე ვერსიას.

ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თეატრალური სანახაობა, რომლის რეჟისორია რედა ბენტიფორი - მსოფლიოში ცნობილი  ფრანგი ქორეოგრაფი,  რომელსაც სხვადასხვა დროს უმუშავია ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან: ელტონ ჯონი, დაიანა როსი, ვანესა პარადისი, მაიკლ ჯექსონი და სხვები.

 

სპექტაკლის მუსიკალური ხელმძღვანელი და ორიგინალური საორკესტრო ვერსიების ავტორია ნიკოლოზ რაჭველი (ნიკა მემანიშვილი);   ხოლო დამდგმელი მხატვარი და სცენოგრაფი არგენტინელი სანტიაგო ფერნანდესი.

 

მიუზიკლში გამოყენებულია ილიკო სუხიშვილის ქორეოგრაფია.