ДДТ უკვე თბილისშია [VIDEO]
რუსული როკ-ჯგუფის ДДТ-ს წევრები უკვე თბილისში არიან.
ჯგუფის წევრებმა 1 ივნისს "შერატონ მეტეხი პალასში" პრესკონფერენცია გამართეს.
ДДТ-ს ლიდერმა იური შევჩუკმა ჯგუფის მომავალ გეგმებზე, მიზნებზე, ასევე იმ პროგრამაზე ისაუბრა, რომლითაც ზეგ Tbilisi Open Air-ზე წარსდგებიან მსმენელის წინაშე.
იური შევჩუკის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ჯგუფი შემოდგომაზე ახალი პროგრამით - иначе, კიდევ ერთხელ ჩამოვიდეს საქართველოში.
შეხვედრის სრული ვერსია შეგიძლიათ თანდართულ ვიდეოებში იხილოთ:

კომენტარი