ოქროს პალმის რტო "სიყვარულს" გადაეცა
კანის 65-ე კინოფესტივალის მთავარი ჯილდო ავსტრიელი რეჟისორის, მიხაელ ჰანეკეს ფილმმა - "სიყვარული" მიიღო. ფილმი ხანდაზმული წყვილის სიცოცხლის უკანასკნელ ორ დღეს აღწერს.
ჰანეკე "ოქროს პალმის რტოს" მფლობელი უკვე მეორედ გახდა.
პირველი "ოქროს პალმის რტო" 2009 წელს ფილმისთვის "თეთრი ბაფთა" აიღო.
"სიყვარულში" მთავარი როლები ცნობილმა ფრანგმა მსახიობებმა ჟან ლუი ტრენტინიანმა და ემანუელ რივამ შეასრულეს.
რაც შეეხება ფესტივალის გრან -პრის, ის იტალიელ რეჟისორს, მატეო გარონეს ერგო, რომელმაც პრიზი სატირული კომედიისთვის "რეალითი შოუ" აიღო.
ფესტივალის ჟიურიმ პრიზი მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის დანიელ მსახიობს, მადს მიკელსონს გადასცა ფილმში "ნადირობა" მთავარი როლის შესრულებისთვის. მსახიობმა პედოფილიაში ეჭვმიტანილი საბავშვო ბაღის აღსაზრდელის როლის ითამაშა.
საუკეთსო მსახიობ ქალად რუმინელი მსახიობები– კოსმინა სტრატანი და კრისტინა ფლუტური დასახელდნენ. საუკეთსო რეჟისორად კი ჟიურიმ მექსიკელი კარლოს რეიგადასი - სიურეალისტური ფილმის "Post tenebras lux" ავტორი დაასახელა.

კომენტარი