ბერძნული „AEGEAN AIRLINES“–ი საქართველოს ავიაბაზარზეა
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ბერძნულ ავიაკომპანია AEGEAN AIRLINES–ს ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენებისა და ავიარეისების შესრულების უფლება მისცა.
ავიაკომპანია საქართველოში საქმიანობას ოფიციალურად 10 ივნისიდან დაიწყებს. კომპანიის წარმომადგენლობის პრეზენტაცია 8 მაისს შედგა, რომელსაც თბილისის მერი გიგი უგულავა და საბერძნეთის ელჩი საქართველოში ელეფთერიოს პროიოსი ესწრებოდა.
AEGEAN AIRLINES–ი თბილისიდან ათენის მიმართულებით კვირაში ორჯერ იფრენს. ფრენებს შეასრულებს А319 და А320 ტიპის თვითმფრინავებით.
ბერძნული ავიაკომპანია 1999 წელს შეიქმნა. ბოლო მონაცემებით, მისი ავიაპარკი 29 თანამედროვე ლაინერისგან შედგება, რომლებიც როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ავიაგადაზიდვებს ახორციელებენ.

კომენტარი