ახალი ამბები

კალაძე: რუსთავის მძღოლების პროტესტი მართული პროცესია

4 აპრილი, 2014 • • 1029
კალაძე: რუსთავის მძღოლების პროტესტი მართული პროცესია

“სრულიად გაუგებარია ის განცხადებები, რომელიც გუშინ მოვისმინე. ამან მიიღო ტენდენციური ხასიათი ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ამ ადამიანებს ორჯერ შევხვდი. პირველად რუსთავში, ჟიული შარტავას 70 წლისთავზე. მე მათ გამოვუთქვი დახმარება, გავუკეთე შეხვედრა ინფრასტრუქტურის მინისტრთან, თუმცა მათი მხრიდან გამოთქმული იყო საყვედურები. მაცნობეს, რომ ეს შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მეორე შეხვედრა იყო ენერგეტიკის სამინისტროში, რა დროსაც მათ კანცელარიაში დაუნიშნეს შეხვედრა, კერძოდ, გუბერნიიის სამსახურმა. იყო განხილვა. როდესაც ამ ადამიანებმა უარყოფითი პასუხი მიიღეს, უკვე გადმოვიდნენ პირად შეურაცხყოფაზე ჩემ მიმართ, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. მე ადამიანურად ვეცადე დავხმარებოდი მათ, თუმცა გუშინ მე მოვისმინე დავით ჯიქიას განცხადება და ყველაფერი გასაგები გახდა. ეს არის მართული პროცესები და ამ სიბინძურეში და დადგმულ შოუში ჩარევას არ ვაპირებ,”- განაცხადა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

 

თბილისი-რუსთავის სამარშრუტო ხაზების მძღოლები რუსთავის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის გადავადებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ ტენდერში მონაწილეობს კომპანია, რომლის დამფუძნებლები ფეხბურთელები არიან. მძღოლების თქმით, ეს კომპანა კახა კალაძემ შექმნა და იგი მფარველობს ამ კომპანიას გამოცხადებული ტენდერში მოგებაში. 

 

მთავრობის სხდომა დღეს, 9 საათზე დაიწყო. მთავრობა 27 საკითხს განიხილავს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი