ახალი ამბები

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იოსებ ბაღათურია უხელმძღვანელებს

24 მარტი, 2014 • • 2660
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იოსებ ბაღათურია უხელმძღვანელებს

“იოსებ ბაღათურია პროფესიით იურისტია, ის 17 წლის განმავლობაში საჯარო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, ხოლო დღეს დილით ის წარსდგა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე და ბატონ კოტე კუბლაშვილს მოახსენა მისი მოსამართლის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ვფიქრობ, რომ სოსო ბაღათურია არის მართლმსაჯულებისთვის დანაკარგი, ხოლო იუსტიციის სამინსიტროსთვის ის შენაძენია”, – განაცხადა წულუკიანმა იოსებ ბაღათურიას წარდგენისას.

 

იოსებ ბაღათურიამ 1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მუშაობდა საქართველოს პროკურატურაში. 2008 წლიდან, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შემდეგ იყო ზუგდიდის, გარდაბნის, თეთრიწყაროს, საგარეჯოს რაიონული სასამართლოების მოსამართლე. 2012 წლის ოქტომბრიდან კი მოსამართლის საქმიანობას რუსთავის საქალაქო სასამართლოში აგრძელებდა. იუსტიციის სამინსიტროს ინფორმაციით, ბაღათურიას აგრეთვე აქვს სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება და მინიჭებული აქვს სპეციალური წოდება- “იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის” საკლასო ჩინი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი