ახალი ამბები

ერეკლე კოდუას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

19 მარტი, 2014 • • 1021
ერეკლე კოდუას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

წინასასამართლო სხდომა დაინიშნა 5 მაისს.

 

დაცვის მხარე მიიჩნევდა, რომ კოდუას მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ უნდა იყოს იყოს გამოყენებული.

 

პროკურის, დავით გუმბერიძის განმარტებით, ერეკლე კოდუაზე ძებნა გამოცხადდება: 

 

“ბრალდებულმა ერეკლე კოდუამ თავი აარიდა გამოძიებას. იგი იმყოფება მიმალვაში. ბუნებრივია, ამ ფონზე სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და შეუფარდა პატიმრობა. განჩინების ჩაბარების შემდეგ ჩვენ გამოვაცხადებთ ძებნას.”

 

ადვოკატი გოგიტა გაბაიძე სასამართლო გადაწვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ განჩინების ჩაბარების შემდეგ დაცვის მხარე გადაწყვეტს, გაასაჩივროს თუ არა ეს გადაწყვეტილება.


საქართველოს პროკურატურამ ერეკლე კოდუას წარუდგინა ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და თაღლითობის ორ ეპიზოდში. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც  სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრა წლამდე ვადით.”

მასალების გადაბეჭდვის წესი