ახალი ამბები

კბილაშვილი : პოლიტიკაში სექსუალურად მომწიფებული ხალხი უნდა მოვიდეს [Video]

15 თებერვალი, 2012 • 1886
კბილაშვილი : პოლიტიკაში სექსუალურად მომწიფებული ხალხი უნდა მოვიდეს [Video]

“მიმაჩნია, რომ არას მქონეს პოლიტიკაში მისვლა საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს ატარებს, ასევე, თუ უტრირებაში არ ჩამითვლით, პოლიტიკაში იმ ასაკში უნდა მივიდეს ადამიანი, როდესაც მისი, თუ გნებავთ, სექსუალური ლტოლვის ადრე ფიზიოლოგიური ეტაპი გადალახულია, ანუ მე მოწიფულ ასაკზე გესაუბრებით, როდესაც ადამიანს აქვს სრულად გააცნობიეროს ყველა ის რეალობა, რომელიც მის წინაშე არის,” – განაცხადა ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა დღეს “ქართული ოცნების” საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაციის დროს. კბილაშვილი აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის წევრია.

“როცა ამას ვამბობს, მე უკვე 40 წლის ვარ, მყავს მეუღლე, სამი შვილი. ადვოკატად 18 წელია ვმუშაობ, მაქვს მეტნაკლებად მოწესრიგებული ფინანსური გარესამყარო და მყავს მეგობრები, რომლებიც იზიარებენ ამ ზნეობრივ ხედვას. მე მოვდივარ აქ, რადგან მე დასაკარგი მაქვს, მე ფსონად ყოველივეს ჩამოვდივარ, რაც დავასახელე და ამან უნდა განაპირობოს ჩემი პასუხისმგებლობა ხვალინდელ მოქმედებებზე. თუმცა ჩემი დასაკარგი რა მოსატანია იმასთან მიმართებაში, რაც ბატონმა ბიძინამ გაიღო და ფსონად დადო თავისი ქვეყნისათვის,” – აცხადებს არჩილ კბილაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი