ახალი ამბები

ომბუდსმენის განცხადება ეკატერინე ხვედელიძეზე

27 დეკემბერი, 2011 • 1183
ომბუდსმენის განცხადება ეკატერინე ხვედელიძეზე

მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის ეკატერინე ხვედელიძის სარჩელზე პრეზიდენტის წინააღმდეგ, ომბუდსმენმა გიორგი ტუღუშმა მყისიერად განცხადება გაავრცელა.

განცხადების მიხედვით, სახალხო დამცველმა 2011 წლის 18 ნოემბერს რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს ეკატერინა ხვედელიძისათვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტის გაუქმების მოთხოვნით.

ამ მიმართვის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. ომბუდსმენი აცხადებს, რომ შეგნებულად შეიკავა თავი ამ რეკომენდაციის გასაჯაროებისგან, ვინაიდან საქმეზე მიმდინარეობდა სასამართლო განხილვა.

“დღეს, როდესაც სასამართლო განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში დასრულებულია, საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას ჩვენ მიერ პრეზიდენტისადმი გაგზავნილი რეკომენდაციის შესახებ და გამოვთქვამთ იმედს, რომ პრეზიდენტი აღარ გაასაჩივრებს საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეკატერინე ხვედელიძესთან დაკავირებით”.

ომბუდსმენი არც პრესზრელიზში და არც პრეზიდენტისადმი მიმართვაში არ ახსენებს ეკატერინე ხვედელიძის მეუღლეს – ბიძინა ივანიშვილს. ცნობილი არ არის, დაინტერესდა თუ არა ომბუდსმენი ივანიშვილის მოქალაქეობის გაუქმების კანონიერების საკითხით.

ომბუდსმენის მიმართვა პრეზიდენტს -იხილეთ მიმაგრებული ფაილი

მასალების გადაბეჭდვის წესი