2012.05.25

ფეისბუქმა ახალი ფოტო–გაზიარების აპლიკაცია გამოუშვა

სოციალურმა ქსელმა “ფეისბუქმა” სმარტფონისა და ტაბლოიდებისთვის ფოტო–გაზიარების ახალი აპლიკაცია გამოუშვა, რომელსაც კამერა ჰქვია. ამ აპლიკაციით შესაძლებელი იქნება, მომხმარებელმა ერთდროულად რამდენიმე სურათის გაზიარება მოახერხოს.

ფეისბუქის ფოტო–გაზიარების აპლიკაცია – კამერა

ფეისბუქის ფოტო–გაზიარების აპლიკაცია – კამერა

ახალი პროგრამით სმარტფონით გადაღებული რამდენიმე სურათის ერთდროულად გაზიარება შეიძლება. 


აღნიშნული პროგრამა მომხმარებლებს სთავაზობს ფოტო–გაზიარების ანალოგიური პროგრამის Instagram–ის შესაძლებლობებს.   

ორივე აპლიკაციით შესაძლებელია დაამატონ ფოტოებისთვის სხვადასხვა აპლიკაციები.

"ფეისბუქი" აპირებს, Instagram–ს გადაუხადოს 1 მილიარდი დოლარი და იყიდოს Instagram–ის აპლიკაცია. 

აპლიკაცია უფასოა და საშუალებას აძლევს მომხმარებელს, გამოიყენოს სურათებისთვის 17 ფილტრი, შეცვალოს ფერების ბალანსი მათ ატვირთამდე.

“ფეისბუქის” ახალი აპლიკაცია მხოლოდ  სმარტფონებსა და ტაბლოიდებზე იმუშავებს.