ეკონომიკა

სახელმწიფო ტენდერში დაახლოებით 300 ათას აბონენტზე მაგთკომმა და ჯეოსელმა გაიმარჯვეს

4 თებერვალი, 2014 • • 1332
სახელმწიფო ტენდერში დაახლოებით 300 ათას აბონენტზე მაგთკომმა და ჯეოსელმა გაიმარჯვეს

 

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობა საორიენტაციოდ 300 000 აბონენტით განისაზღვრება. 

 

“ერთზე მეტი გამარჯვებული მიმწოდებლის გამოვლენის შემთხვევაში, აბონენტთა საორიენტაციო რაოდენობის გადანაწილება გამარჯვებულ კომპანიებს შორის მოხდება თანაბრად, გამარჯვებული მიმწოდებლების რაოდენობის პროპორციულად”.

 

მომსახურების მიწოდების ვადა 2014 წლის 1 თებერვლიდან დაიწყო ეტაპობრივად 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

 

ტენდერში, გარდა მაგთისა და ჯეოსელისა, კომპანია მობიტელიც [ბილაინი] მონაწილეობდა, თუმცა, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მას დისკვალიფიკაცია მიენიჭა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, საუბარია მობილური ინტერნეტის სიჩქარის მოთხოვნასთან შეუსაბამობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი