ახალი ამბები

პრეზიდენტს მერაბიშვილის და უგულავას საქმეებთან დაკავშირებით პროკურატურის იმედი აქვს

19 დეკემბერი, 2013 • • 1083
პრეზიდენტს მერაბიშვილის და უგულავას საქმეებთან დაკავშირებით პროკურატურის იმედი აქვს

პრეზიდენტის განმარტებითვე, ამ საქმეებთან დაკავშირებით გამოძიება კანონის შესაბამისად უნდა წარიმართოს.

 

“რაც შეეხება მერაბიშვილის საკითხს, აქაც პასუხი ნათელია, უნდა განხორციელდეს გამოძიება ისე, როგორც ამას ითხოვს კანონი. არა- საგანგებოდ მერაბიშვილისთვის. ამჯერად მოქალაქე მერაბიშვილს გააჩნია თავისი უფლებები, რომელიც კანონის შესაბამისად უნდა იყოს დაცული. კარგი იქნება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში იურიდიულმა საზოგადოებამ დააფიქსიროს თავისი პოზიცია ამ საქმესთან დაკავშირებით. ნებსიმიერ კითხვაზე, რომელიც ჩნდება პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით, იქნება ეს მერაბიშვილის საქმე თუ უგულავას საქმე, პასუხი ყოველთვის არის მარტივი და ნათელი. ყველა ადამიანს გააჩნია თავისი უფლებები და ვალდებულებები, და სახელმწიფოს ვალდებულებაა, თუ არსებობს სადმე კითხვის ნიშნები სამართალმდაცავების მხრიდან, ეს კითხვის ნიშნები ძალიან ნათლად დაისვას კანონის ფარგლებში, და კანონის ფარგლებში მოითხოვს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი