2013.02.22

ივანიშვილს სააკაშვილზე სამჯერ მეტი მიმდევარი ჰყავს

სოციალური ქსელები, მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი,

საქართველოს პრემიერ -მინისტრს  ტვიტერის  ოფიციალურ გვერდზე  22132  “მიმდევარი” [Followers] ჰყავს, თუმცა პრემიერს ტვიტები 2012 წლის 7 ნოემბრის მერე აღარ გამოუქვეყნებია.

ივანიშვილს ოფიციალურ გვერდზე სულ 875 შეტყობინება აქვს გამოქვეყნებული, თუმცა,  გვერდზე მითითებული ინფორმაციით, ეს ივანიშვილის, როგორც “ქართული ოცნების” ლიდერის ოფიციალური ანგარიშია და არა პრემიერ-მინისტრის.  გვერდზე ტვიტები ინგლისურ ენაზეა გამოქვეყნებული და ჰაშტაგებად ძირითადად გამოყენებულია #georgiandream [ “ქართული ოცნება”] და #georgia.

ივანიშვილის გვერდი ტვიტერზე/screenshot

ივანიშვილის გვერდი ტვიტერზე/screenshot


საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური გვერდს ტვიტერზე 6538 მიმდევარი ჰყავს.  პრეზიდენტის ბოლო ტვიტი 12 თებერვალსაა გამოქვეყნებული და პრეზიდენტის და ევროკომისარ სტეფან ფულეს შეხვედრას შეეხება.  ივანიშვილის გვერდის მსგავსად, პრეზიდენტის გვერდიც  ძირითადად ინგლისურ ენაზე ახლდება, თუმცა რამდენიმე ტვიტი ქართულადაც გვხდება.



პრეზიდენტს 760 ტვიტი აქვს გამოქვეყნებული  და 59 ანგარიშის მიმდევარია.

სააკაშვილის გვერდი ტვიტერზე/screenshot

სააკაშვილის გვერდი ტვიტერზე/screenshot



ტვიტერზე სააკაშვილის და ივანიშვილის სხვა, არაოფიციალური ანგარიშებიც გვხდება ბევრად ნაკლები მიმდევრებით.