ახალი ამბები

საძიებო სისტემა, რომელიც სახლში დაკარგულ ნივთებს პოულობს

11 ივნისი, 2012 • 1201
საძიებო სისტემა, რომელიც სახლში დაკარგულ ნივთებს პოულობს

სისტემა, რომელიც  Kinect–ის სენსორებითაა აღჭურვილი, ამერიკაში, ვირჯინიის შტატის ერთ–ერთი უნივერსიტეტის ინჟინრებმა შეიმუშავეს. ის სახლში ისეთი სიმცირის ნივთებსაც პოულობს, როგორებიცაა –საფულე, გასაღები ან ტელევიზორის პულტი.

სისტემა მცირე ზომის სენსორული კამერებისგან შედგება, რომლებიც მთელს სახლშია დამონტაჟებული. მოწყობილობა სახლის პერიმეტრზე აფიქსირებს ნივთებს, ფორმისა და ზომის მიხედვით, თუმცა მას შეუძლია ერთმანეთისგან გაარჩიოს ერთნაირი ფორმის მქონე სხვადასხვა ნივთებიც.

სისტემას გააჩნია საკუთარი მონაცემთა ბაზა, რომელშიც ნივთების შეყვანა ამჟამად ხელით ხდება, თუმცა მომავალში ამ პროცესის ავტომატიზებაც იგეგმება.

სისტემის პრეზენტაცია ჩინეთში, DCOSS 2012–ის კონფერენციაზე გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი