საბავშვო პლანშეტი Child Pad
gadget,საბავშვო პლანშეტი Child Pad უკვე იყიდება. მისი მწარმოებელი კომპანია Archos-ია.
პლანშეტი ოპერაციული სისტემა ანდროიდ 4.0-ითაა აღჭურვილი, დახვეწილი ვიზუალი აქვს და სულ რაღაც 380 გრამს იწონის.
ის აღჭურვილია მიკროფონით, კამერით, გააჩნია 1 გეგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და 4 გბ-იანი ფლეშის ტიპის ჩაშენებული მეხსიერება.
აღსანიშნავია, რომ პლანშეტში ჩაწერილია ყველა საჭირო პროგრამა და უამრავი თამაში, მას აქვს Wi-Fi სისტემაც.
მწარმოებლებმა იმაზეც იზრუნეს, რომ ბავშვები დაცული ყოფილიყვნენ არასასურველი ინფორმაციის მოპოვებისგან ინტერნეტის საშუალებით, ამიტომ Child Pad-ს სპეციალური დამცავი სისტემა Mobile Parental Filter დაუყენეს.

კომენტარი