დღეს ბათუმში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და საზოგადოების ერთმა ნაწილმა 17 მაისს, თბილისში ჰომოფობიასა და ტრანსოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს გამოვლენილი ძალადობა გააპროტესტეს.
ბათუმის „პრესკაფეს“ წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები კინტაურის ფონზე საქართველოს კონსტიტუციიდან სხვადასხვა მუხლებს კითხულობდნენ.
„გუშინ ქართულმა საზოგადოებამ და მსოფლიომ იხილა არნახული ძალადობის გამოვლინება ჩვენი, ესე ვთქვათ ნაკურთხი საზოგადოების მხრიდან. მე ვთვლი, რომ ეს იყო კრახი სამოქალაქო საზოგადოების, ეს იყო კრახი ზოგადად სახელმწიფოებრიობის. ეს იყო გაუმართლებელი ქმედება,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ირაკლი ჩხეტიამ.
„პროტესტი იყო მხოლოდ და მხოლოდ ძალადობის მიმართ, რომელსაც არანაირი კავშირი არა აქვს ქრისტიანობასთან, ჰუმანიზმთან და ა.შ. აქციას ჰქონდა პერფორმანსული ხასიათი, წავიკითხეთ კონსტიტუცია, სადაც კონკრეტულად წერია ყოველი მოქალაქის უფლება. შესაბამისად ირიბად მივმართავთ შსს სამინისტროს დროული და ადეკვატური რეაგირება მოხდეს მომხდარ ფაქტზე,“ - განუცხადა „ბათუმელებს“ აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ ლაშა ფალავანდიშვილმა.
„ამ ქვეყანაში თუ მთავარი ღირებულება არ იქნება კონსტიტუცია, ყოველთვის მოხდება ის რაც მოხდა გუშინ. კონსტიტუციას უნდა...
საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან 2 საათის განმავლობაში ორი ურთიერთსაპირისპირო აქცია მიმდინარებდა. აქცია მშვიდობიანად დასრულდა.
დღეს 18 მაისს სახელმწიფო კანცელარიასთან ორი უღთიერთასწინააღმდეგო აქცია გაიმართა. ადამიანები 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს გამოვლენილ ძალადობას აპროტესტებდნენ. მათ პარალელურად კი "ეროვნულილ ფრონტის" წარმომადგენლები კონტრაქციას მართავდნენ.
დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ქართველთა ნაწილი ხვალ, 19 მაისს, თბილისის დროით 16:00 საათზე ლონდონში, საქართველოს საელჩოს წინ საპროტესტო აქციას გამართავენ.
სრულად კომენტარი
დღეს, 18 მაისს, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მოძრავ 82 ნომერ მიკროავტობუსს ქვა მოხვდა, რის შედეგადაც ჩაიმსხვრა შუშა და დაშავდა ერთი მოქალაქე.
15:00 – საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან ამ წუთებში მიმდინარეობს ორი ურთიერთსაპირისპირო აქცია, თუმცა ტერიტორიაზე ჯერეჯრობით სიმშვიდეა.
სრულად კომენტარი
14:40 – ამ წუთებში მთავრობის კანცელარიასთან, თბილისში, შეკრებილი არიან ორგანიზაცია "ეროვნული ფრონტის" წარმომადგენლები, რომლებიც გუშინდელის მსგავსად აპროტესტებენ ალტერნატიულ აქციას.
სტუდენთა თვითორგანიზებული ჯგუფი "ლაბორატორია 1918" დღეს, 18 მაისს, ეხმაურება სასულიერო პირებისა და მათი მიმდევრების მიერ გუშინ ჰომოფობიის წინააღმდგ დაგეგმილი აქციის მონაწილეების მიმართ გამოვლენილ ძალადობას და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს "ფეისბუქით", რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ევანგელურ- ბაპტისტური ეკლესია 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პოზიციას ავრცელებს.
"პოლიციამ ვერ შეძლო დაეცვა ლგბტ აქტივისტები, როდესაც ათასობით ადამიანი მათ ძალადობრივად დაესხა თავს"–წერს "Amnesty International"-ი გუშინ თბილისში ჰომოფობიისა და ტრანსოფობიასთან ბრძოლის საერთაშორის დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
კომენტარი
ქართველ მუსლიმთა კავშირის განცხადება 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით
ნეტგაზეთი17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით კათოლიკე ეკლესია საქართველოში განცხადებას ავრცელებს
ნეტგაზეთიარავითარი „ცალკეული მღვდლები“!
ბასილ კობახიძე