ახალი ამბები

ოქრუაშვილი აღარ ჩამოდის

24 მაისი, 2011 • • 1094
ოქრუაშვილი აღარ ჩამოდის

ქართული პარტიის” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში არ ჩამოვა, ამის შესახებ ნეტგაზეთს “ქართულ პარტიაში” განუცხადეს. “ქართული პარტია” დაგეგმილ აქციას 25 მაისს აღარ გამართავს და “ბრძოლის ასპარეზს “სახალხო კრებას” დაუთმობს. გუშინ სოზარ სუბარმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ პარტია მოლაპარაკებებს აწარმოებდა “სახალხო კრებასთან”, თუმცა, როგორც დღეს ცნობილი ხდება, მოლაპარაკებები არ შედგა.”

“ჩვენ აღარ ვატარებთ აქციას 25 მაისს, რომ არ დავაბნიოთ ხალხი პარალელური აქციებით და ბრძოლის ასპარეზს მთლიანად “სახალხო კრებას” ვუთმობთ,”- ამბობს “ქართული პარტიის” პრესსამსახური.

პრესსამსახურის განცხადებით, პარტია კოორდინირებულად არ შეუერთდება “სახალხო კრების” აქციას, რომელიც თავისუფლების მოედანზე 25 მაისს არის დაგეგმილი.

“მიუხედავად იმისა, რომ ქართული პარტია ორგანიზაციულად არ მონაწილეობს სახალხო კრების 25 მაისის აქციაში, პარტიის ნებისმიერ წევრს აქვს სრული თავისუფლება, საკუთარი შეხედულების მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება, მივა თუ არა ამ აქციაზე”,–ნათქვამია ქართული პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოზარ სუბარმა ნეტგაზეთთან საუბარში გუშინ განაცხადა, რომ ქართული პარტია “სახალხო კრების” გადაწყვეტილებას ელოდება, გაიმართება თუ არა 25 მაისს ერთობლივი აქცია. “ქართული პარტიის” თავმჯდომარე აცხადებდა, რომ  მისი აზრით, აქცია ერთობლივი უნდა იყოს. „ველოდებით, თუ რას გადაწყვეტს სახალხო კრება“, – თქვა გუშინ სოზარ სუბარმა. მისივე თქმით, მოლაპარაკებები “ქართულ პარტიასა” და “სახალხო კრებას” შორის გუშინ ღამით, ან დღეს დილით უნდა გამართულიყო.

“2 დღის განმავლობაში გვქონდა არაერთი მცდელობა, მომხდარიყო პოზიციების შეჯერება  ნინო ბურჯანაძესთან, რაც, სამწუხაროდ, უშედეგოდ დამთავრდა”,–ნათქვამია ქართული პარტიის განცხადებაში.

თუმცა, როგორც ნონა გაფრინდაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, ქართული პარტია მოსალაპარაკებლად “სახალხო კრებაში” არც გუშინ ღამით და არც დღეს დილით არ მისულა.



nona gafrindashvili | Upload Music

განსაკუთრებით მძიმე იყო ირაკლი ოქრუაშვილის დარწმუნება, რომ უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე, მაგრამ ეს იყო ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა და იძულებული გახდა, დამორჩილებოდა პარტიის პოზიციას. მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში ეს იყო მართალია ძალიან მძიმე, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება”,–აცხადებს პარტია.

“თუ მას ჩამოსვლის თავი არ ჰქონდა, წინასწარ არ უნდა ელაპარაკა და ის, რომ შეუთანხმებლობას, პოლიტიკურ უთანხმოებას ჩვენ გვაბრალებენ, ასე არ არის. პირადად მე კარგი ურთიერთობა მაქვს სოზარ სუბართან, გაჩეჩილაძესთან და კოკა გუნცაძესთან და პირადად ოქრუაშვილთან არანაირი შეხება არ მაქვს”, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა დღეს, მას შემდეგ, რაც მისთვის ქართული პარტიის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი