ახალი ამბები

შსს: ხეების ჭრის დროს ბრალდებულის გაუფრთხილებლობით მამაკაცი გარდაიცვალა

18 აგვისტო, 2015 • • 1177
შსს: ხეების ჭრის დროს ბრალდებულის გაუფრთხილებლობით მამაკაცი გარდაიცვალა

“ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით თანამზრახველებთან ერთად გარდაცვლილის ცხედარი იმავე დღეს მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში გადაიტანა და თავის საკარმიდამო ნაკვეთში დამარხა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გელა ქ. დანაშაულის ჩადენიდან მეექვსე დღეს მცხეთაში დააკავეს”, – აცხადებენ შსს-ში.

 

პოლიციის ცნობით, თანამზრახველების დაკავების მიზნით მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

მასალების გადაბეჭდვის წესი