ახალი ამბები

საქსტატი: 2015 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი 26%-ით შემცირდა

13 მაისი, 2015 • • 1091
საქსტატი: 2015 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი 26%-ით შემცირდა

საქსტატის ცნობით, 2015 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3015 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 689 მლნ. აშშ დოლარი იყო (26 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი- 2326 მლნ. აშშ დოლარი (8 პროცენტით ნაკლები).

 

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-აპრილში 1637 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54 პროცენტი შეადგინა. 

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2014-2015* წწ. (მლნ. აშშ დოლარი) *წინასწარი მონაცემები:   

წელი   თვე ექსპორტი    იმპორტი    ბრუნვა   სალდო
2014 იანვარი-აპრილი 932     2 518     3 451     -1 586    
  იანვარი 224    542    766    -319   
  თებერვალი 216    592    808    -376   
  მარტი 256    701    957    -445   
  აპრილი 237    683    920    -446   
2015 იანვარი-აპრილი 689     2 326     3 015     -1 637    
  იანვარი 156    538    694    -381   
  თებერვალი 167    571    738    -403   
  მარტი 179    666    845    -487   
  აპრილი 186    551    737    -365   


მასალების გადაბეჭდვის წესი