ხელოვნება

ფიროსმანის “რუსთაველსა” “ქალს სააღდგომო კვერცხებით” რესტავრაცია ჩაუტარდება

14 აპრილი, 2015 • • 2974
ფიროსმანის “რუსთაველსა” “ქალს სააღდგომო კვერცხებით” რესტავრაცია ჩაუტარდება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, მირზაანის მუზეუმში დაცული ფიროსმანის 14 ნამუშევრიდან გადაუდებელ რესტავრაციას საჭიროებს “შოთა რუსთაველი მაგიდასთან” და “ქალი სააღდგომო კვერცხებით”.
 
სპეციალისტთა შეფასებით, ასევე აუცილებელია ეტაპობრივად მოხდეს “შოთა რუსთაველის”, “თამარ მეფის”, “დათვი თეთრი ბელებით” და “წარაფის” რესტავრაცია, რომლის შედეგად მირზაანში დაცული ფიროსმანის 14 ტილო სრულად აღდგენილი იქნება.
 
 
ფიროსმანის ნამუშევრების რესტავრაცია ხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ურთიერთთანამშრომლობით – ეროვნული მუზეუმის სარესტავრაციო ლაბორატორიაში.    
 
 
სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის ლაბორატორიაში უკვე გადატანილია „შოთა რუსთველი“, რომლის მდგომარეობა კრიტიკულია და ექსპონირებისთვის მიღებული აქვს უარყოფითი შეფასება.
 
 
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ეროვნული სააგენტოს მუზეუმებში არსებული მოძრავი ძეგლების ინვენტარიზაცია, კატალოგიზაცია და რესტავრაცია.
 
 
შეგახსენებთ, 2012-2013 წწ. მოძრავ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის მიზნით, მირზაანის კოლექციიდან რესტავრაცია ფიროსმანის სამ ნამუშევარს – „თამარ მეფე“, „მწოლიარე ქალი“, და „კალოობა“ – ჩაუტარდა.
ქალი საარდგომო კვერცხებით
ქალი საარდგომო კვერცხებით
რუსთაველი მაგიდასთან
რუსთაველი მაგიდასთან

მასალების გადაბეჭდვის წესი