ახალი ამბები

ანაკლიის პორტით დაინტერესებული კომპანიის წარმომადგენლები ეკონომიკის მინისტრს შეხვდნენ

13 აპრილი, 2015 • • 3350
ანაკლიის პორტით დაინტერესებული კომპანიის წარმომადგენლები ეკონომიკის მინისტრს შეხვდნენ

ეკონომიკის მინისტრთან დახურულ შეხვედრას ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წევრებიც ესწრებოდნენ. 

 

“დღეს შედგა შეხვედრა სამინისტროში. ჩვენ მოვიწვიეთ ჩინური კომპანია. ისინი არიან “ჩინდაო პორტის”, ჩინეთში სიდიდით მეორე პორტის, ოპერატორები. მათ აქვთ სერიოზული დაინტერესება, რომ გახდნენ ჩვენი კონსორციუმის წევრები და ჩვენთან ერთად განავითარონ პორტის პროექტი ანაკლიაში”, – განუცხადა მაესტროს ცხრიანს ლევან ახვლედიანმა, “თიბისი ჰოლდინგის” ხელმძღვანელმა.

 

“ანაკლიის პორტის განვითარება უმნიშვნელოვანესია. ის რეგიონის ეკონომიკურ ზრდას ხელს მაქსიმალურად შეუწყობს. თავის მხრივ ეს პორტი საერთაშორიოს ვაჭრობისათვის უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს, რადგან აზიისა და ევროკავშირის დამაკავშირებელი გახდება. ჩვენ დიდი დაინტერესებას გამოვთქვამთ მონაწილეობა მივიღოთ ანაკლიის ღრნმაწყკლოვანი პორტის პროექტში ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ერთად”, – ამბობს მაესტროს ცხრიანთან ჩენ სინიონი, “ჩინდაო პორტ ჯგუფის” პრეზიდენტი.

 

ტენდერის მეორე ეტაპი 1 მაისს გაიმართება. ტენდერში 7 კომპანია მონაწილეობს.

ანაკლიის სანაპირო ზოლი
ანაკლიის სანაპირო ზოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი