ახალი ამბები

საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტში მთავარი პროკურორის მისვლას ითხოვს

13 აპრილი, 2015 • • 1060
საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტში მთავარი პროკურორის მისვლას ითხოვს

“თავისუფალი დემოკრატები” მოელიან, რომ მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი პარლამენტში მივა და აუხსნის პარლამენტარებს, რა საჭირო იყო ახალი დეპარტამენტის შექმნა.

 

“ჩვენთვის პრინციპულად მნიშნელოვანია, რომ პარლამენტში მოვიდეს მთავარი პროკურორი და პარლამენტის წინაშე გააკეთოს მოხსენება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ახლად შექმნილი დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე და რას ისახავს მიზნად. მხოლოდ და მხოლოდ განცხადებების დონეზე ვიცი, რომ ეს დაკავშირებულია ეგრეთ წოდებულ სამართლიანობის აღდგენასთან. არა მარტო ოპოზიციას, არამედ ხელისუფლებასაც უნდა აინტერესებდეს, პირველ რიგში, როგორ აპირებს დღევანდელი პროკურატურის ახალგაზრდა გუნდი ამ მნიშვნელოვანი ფუნქციისთვის თავის გართმევას”, – განაცხდა “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ზურაბ აბაშიძემ.

 

პროკურორის პარლამენტში მისვლას მხარს უჭერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც”.

 

“ჩვენ ვუჭერთ ბადაშვილის პარლამენტში მოსვლას მხარს. ამ დეპარტამენტის შექმნა, როგორც აჩვენებს მთელი ეს გასული დრო, არის მხოლოდ იმისათვის აუცილებელი, რომ პოლიტიკური დევნა განახორციელოს. სხვა მიზნები მას არ აქვს. ბადაშვილი არის მხოლოდ ინსტრუმენტი ივანიშვილის ხელში”, – განაცხდა სერგო რატიანმა.

 

მთავარმა პროკურატურამ 2015 წლის 5 მარტს განაცხდა, რომ ახალი დეპარტამენტი შეიქმნა იმისთვის, რომ 2012 წლის ოქტომბრამდე საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულობები გამოიძიოს. 

გიორგი ბადაშვილი
გიორგი ბადაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი