ახალი ამბები

მიხეილ გიორგაძისა და საყდრისის დამცველების “უშედეგო შეხვედრა”

15 დეკემბერი, 2014 • • 1170
მიხეილ გიორგაძისა და საყდრისის დამცველების “უშედეგო შეხვედრა”

ჭანტურიძის თქმით, მიხეილ გიორგაძე ამბობს, რომ იგი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებულ გადაწყვეტილებას დაეყრდნო. რაც შეეხება იმ სამართლებრივ დოკუმენტს, რის საფუძველზეც 13 დეკემბერს საყდრისში მიწის სამუშაოები განახლდა, ჭანტურიძის თქმით, ეს მათ მინისტრმა ვერ წარუდგინა:

 

“ვისაუბრეთ დიდი ხნის განმავლობაში. მაგრამ კონკრეტულად არაფერზე შევთანხებულვართ. ჩვენი პოზიცია გავაცანით მინისტრს, პირადად ჩემი საუბრის თემა იყო ის, რომ თუკი საყდრისს დაანგრევენ, მაშინ სვეტიცხოველსაც დაანგრევენ. ასეთი ხედვა მაქვს სამინისტროსთან დაკავშირებით. ვესაუბრეთ იმაზე, რომ წარმოედგინათ ის დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც მოხდა საყრდისში სამუშაოების წარმოება, თუმცა მინისტრმა ვერანაირი საბუთი ვერ წარმოგვიდგინა. ხვალ ანთიძის [კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო] უწყებაში ვაპირებთ მოვიძიოთ ინფორმაცია ამ დოკუემნტებთან დაკავშირებით. შეხვედრა ალბათ მაინც იყო შეხვედრისთვის და იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნებუიყავით იმაში, რომ მინისტრი ვერ მიიღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, თუ არ მოხდება ამ უწყებებს შორის შეთანხმება. ვგულისხმოთ სააგენტოსა და სამინისტროს”, – განაცხადა ჭანტურიძემ.


 

13 დეკემბერს კომპანია „არემჯიმ“ საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა. ვრცლად კომპანიის განცხადება შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა.

 

 

 

 საყდრისის ძეგლი 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ხოლო პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით, არქეოლოგური ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა.

 

 

 

 

 

RMG Gold- ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.

 


მასალების გადაბეჭდვის წესი