ახალი ამბები

პრემიერი მოსმენებზე ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის კანონპროექტის მიღებას მიესალმება

28 ნოემბერი, 2014 • • 1467
პრემიერი მოსმენებზე ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის კანონპროექტის მიღებას მიესალმება

“მინდა მივესალმო პარლამენტის მიერ მიღებულ გონივრულ და სახელმწიფოებრივად სწორ გადაწყვეტილებას. მიმაჩნია, რომ ეს იყო ოპტიმალური ვარიანტი, რომელიც შემუშავებულ იქნა პარლამენტის მიერ და იმედი მაქვს, რომ ამ საკითხს ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


საქართველოს პარლამენტმა ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ფარული მიყურადების რეგულირებას ეხება, პირველი მოსმენით მიიღო, ხოლო ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო.


თუ რას ითვალისწინებს ეს ორი ურთიერთსაპირისპირო საკანონმდებლო ინიციატივა და რა შენიშვნები არსებობს ამ საკითხებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.



მასალების გადაბეჭდვის წესი