ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტროში დარღვევებზე აუდიტის სამსახურიც ალაპარაკდა

13 ნოემბერი, 2014 • • 1360
თავდაცვის სამინისტროში დარღვევებზე აუდიტის სამსახურიც ალაპარაკდა

აუდიტის სახელმწიფო სამსახური არის მეორე უწყება პროკურატურის შემდეგ, რომელიც თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სექტორში არსებულ დარღვევებზე ალაპარაკდა. აუდიტის სამსახურში არ საუბრობენ, თუ კონკრეტულად რა დარღვევებს ეხება საქმე. ინფორმაცია ვერც პროკურატურაში მოგვაწოდეს.


აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ “რუსთავი2″–თან საუბარში განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა პროკურატურას უკვე გადაეგზავნა, თუმცა დასკვნა არ ეხება ე.წ კაბელების და ჯარისკეცების მოწამვლის საქმეებს: 


“ჩემი და უწყების ინტერესში არ არის, რომ რაიმე ტიპის პოლიტიკურ პროცესში მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენ 2013 წლის ივლისიდან ვართ შესული თავდაცვის სამინისტროში. შესულები ვართ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მოთხოვნის შესაბამისად. ეს წერილობითაც იქნა შემოსული და თავად ალასანია ითხოვდა ამ შემოწმებას. ასევე პარლამენტში იყო შეკითხვები, თუ როდის შევამოწმებდით თავდაცვის სამინისტროს.

 

თუ ახლა საუბარია ჩვენი მისამართით, რომ რაიმე ტიპის საქმეს “ვკერავთ”, გამოდის რომ წელიწადი და 4 თვეა ამ საქმეებს “ვკერავთ”. ეს ასე არ არის, რადგან ეს საკითხი არ უკავშირდება არც კვების საკითხებს და არც “კაბელების საქმის” თემას. ვინაიდან ამ თემებთან დაკავშირებით მასალები ამოღებული იქნა პროკურატურის მიერ.  მასალები უკავშირდება სხვა თემებს, რომლებიც შესყიდვებთან არის დაკავშირებული.


პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავა სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით. პროკურატურის ცნობით, საუბარია თანხის კომპანია სილქნეტის სასარგებლოდ გაფლანგვის საქმეზე.  2014 წლის 4 ნოემბერს პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 6 მოქმედ მაღალჩინოსანს ბრალი ჯარისკაცების კვებასთან დაკავშირებით წაუყენაიმავე დღეს მინისტრმა ირაკლი ალასანიამ “თავისუფალი დემოკრატების” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პროკურატურის ქმედებები არის მიზანმიმართული შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე. ამ განცხადების შემდეგ ალასანია პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან დაითხოვა. საპასუხოდ კი, თანამდებობები დატოვეს მაია ფანჯიკიძემ და ალექსი პეტრიაშვილმა, ასევე, კოალიცია “ქართული ოცნება” დატოვეს “თავისუფალმა დემოკრატებმა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი