ახალი ამბები

ანონსი: 7 ნოემბერი

7 ნოემბერი, 2014 • • 1452
ანონსი: 7 ნოემბერი

10.00 სასტუმრო “რედისონში” საქართველო-ყაზახეთის მთავრობათაშორისი კომისიის მე-7 სხდომა გაიმართება, სადაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში არსებულ საკითხებს განიხილავენ.

 

10:30 “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელი, დეპუტატი თამარ კორძაია საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და გეგმები.

მის: უშანგი ჩხეიძის ქ. #23

 

11:00   საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე ისრაელის ელჩს საქართველოში, იუვალ ფუქსს შეხვდება.

თბილისი, პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი

 

7 ნოემბერი
7 ნოემბერი

11:00 აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

 

11:00 “ეროვნული ფორუმის” წევრი, დეპუტატი ანი მიროტაძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები.

მის: უშანგი ჩხეიძის ქ. #23

11:00 “პირველ პრესკლუბში” “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.

საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22

11:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვახტანგ ხმალაძე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ბრიფინგს გამართავს.

თემა: პროგნოზები – ვინ უნდა იყოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის უწყებაში მიმდინარე პროცესები.

11:00 ახალი ამბების სააგენტო “ფრონტნიუსის” პრესკლუბში საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა კუდავა ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ვასილ ბარნოვის ქ. #60

 

11:30 “პირველ პრესკლუბში” პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ვანო მაჭავარიანი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.

11:30 სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” მრგვალი მაგიდა გაიმართება.

თემა: “პატიმარ, ყოფილ პატიმარ და პრობაციონერ ქალთა რესოციალიზაციის აქტუალური საკითხები”.

11:30 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პეტერ სიიარტოს შეხვდება.

12:00 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ორგანიზაცია ,,ქალები საქართველოსთვის” 15 ნოემბრის აქციის თაობაზე განცხადებას გააკეთებს.

12:00 ნიკოლოზ რაჭველი და გაეროს ბავშვთა ფონდ “იუნისეფის” წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანი პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: მსოფლიო  კინომუსიკის შედევრების საღამო, რომელიც მიეძღვნება ბავშვის უფლებათა კონვენციის 25 წლისთავს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.

მის: აღმაშენებლის გამზ. #127

 

12:00 “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო” განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციას წარადგენს.

12:00 ახალი ამბების სააგენტო “ფრონტნიუსის” პრესკლუბში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ,,რეფორმატორების”” ლიდერი ირაკლი ღლონტი ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესთან და რუსულ ანექსიასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

12:00 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, პარლამენტი, კომიტეტის სათათბირო ოთახი

 

12:00 “პირველ პრესკლუბში” “თავისუფალი საქართველოს” გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.

12:15 “პირველ პრესკლუბში” “ქალთა პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა მაჭავარიანი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.

12:30 “პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.

13:00 ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.

თბილისი, პარლამენტის პირველი რესპუბლიკის სახელობის სხდომათა დარბაზი

13:00 “პირველ პრესკლუბში” “ნაციონალური მოძრაობიდან” თბილისის საკრებულოს წევრი სევდია უგრეხელიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.

14:00 სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” კვლევისა და საკანონმდებლო წინადადების პრეზენტაციას გამართავს

 

თემა: “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონში ცვლილებებს ეხება.

14:00 თბილისის მთავრობის წევრები დევნილების საკითხთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს

14:00 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს საქართველოში იანოს ჰერმანს შეხვდება.

თბილისი, პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი

 

14.00 დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტების საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება.

მის: რუსთაველის გამზ. #8, პარლამენტის ჩ ფლიგელი, ოთახი #002

14:00 ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის, სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა და ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისთვის სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” გზამკვლევის “ევროკავშირი და საქართველო” პრეზენტაციიას გამათავს.

საკონტაქტო პირი დათო ნადირაძე – 591 70 81 79

14.30 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრები მერიის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

15:00 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, პარლამენტის ილია ჭავჭვაძის სახელობის დარბაზი

15.00 სასტუმრო “რედისონში”, გაეროს პროგრამის “გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის” და ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პატიმარ, ყოფილ პატიმარ და პრობაციონერ ქალთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა “შემოქმედება ღირსებისათვის”.

15:30 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, პეტერ სიიარტოს შეხვდება.

თბილისი, საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარის სათათბირო ოთახი

18:00 სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ცნობილი თურქი მხატვრის დევრიმ ერბილის გამოფენა “სტამბოლი და პოეტური აბსტრაქციები” გაიმართება.

19:30 “თიბისი არტ გალერეაში “გამოფენა, სახელწოდებით “ბრინჯაოდან თიბისიმდე” გაიხსნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი