ახალი ამბები

ბრიტანეთის ელჩი: ალასანია საქართველოს საერთაშორისო არენაზე კარგად წარმოაჩენს

4 ნოემბერი, 2014 • • 1463
ბრიტანეთის ელჩი: ალასანია საქართველოს საერთაშორისო არენაზე კარგად წარმოაჩენს

ალექსანდარ ჰოლ ჰოლს იმედი აქვს, რომ გამოძიება კანონის დაცვის წარიმართება, რომელსაც საქართველოს მეგობრები დიდი ყურადღებით დააკვირდებიან:

 

“არ არის მიზანშეწონილი კომენტარი გავაკეთო მიმიდინარე მოვლენებზე, მაგრამ ეს აშკარად სენსიტიური საკითხია, ისევე როგორც სხვა გამოძიებები, რომლებიც თანამდებობის პირების მიმართ მიმდინარეობს. იმედი მაქვს, პროცესები კანონის უზენესობით წარიმართება. შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, თუ როგორ თანამშრომლობს თავდავის მინისტრი და სამინისტროს ადმინისტრაცია გამოძიებასთან და მიმაჩნია, რომ მინისტრის პასუხი საგამოძიებო მოქმედებებზე ძალიან პროფესიულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გადავამეტოთ სიმშვიდეს. ჩემი საქმე არ არის საგამოძიებო საქმიანობებზე ვიმსჯელო, მაგრამ, რა თქმა უნდა, საქართველოს მეგობრები დიდ ყურადღებას მიაქცევენ კანონის უზენაესობის დაცვას. რაც შეეხება მინისტრ ალასანიას, იგი ძალიან კომპეტენტური და პროფესიონალი მინისტრია, რომელიც საქართველოს საერთაშორისო არენაზე განსაკუთრებულად კარგად წარმოაჩენს, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა სამინისტროს გასაძლიერებლად.”

 

 

ალექსანდრა ჰოლ ჰოლი
ალექსანდრა ჰოლ ჰოლი

საქართველოს მთავარ პროკურატურაში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ორ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. პროკურატურამ 28 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები თანხის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა. სამინისტროს 5 მაღალჩინოსნის “სილქნეტის” სასარგებლოდ თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებიდან ზუსტად ერთი კვირა გავიდა.

 

დღეს პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 6 მოქმედ მაღალჩინოსანს ბრალი ჯარისკაცების კვებასთან დაკავშირებით წაუყენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი