ახალი ამბები

ჩიჩუამ, წულუკიანმა, კობახიძემ და სხვა ცნობილმა ქალებმა “სასიკვდილოდ დაჭრილი ქალების” მონოლოგები წაიკითხეს

29 ოქტომბერი, 2014 • • 1858
ჩიჩუამ, წულუკიანმა, კობახიძემ და სხვა ცნობილმა ქალებმა “სასიკვდილოდ დაჭრილი ქალების” მონოლოგები წაიკითხეს

სპექტაკლი “სასიკვდილოდ დაჭრილი ქალები” მარჯანიშვილის თეატრში 8 საათზე დაიწყო. მონოლოგების მთხრობელი იყვნენ სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე, სხვადასხვა ეროვნების მქონე ქალები.

 

იტალიის ელჩმა ფედერიკა ფავიმ სპექტაკლის დაწყების წინ აუდიტორიას უთხრა, რომ ოაჯხში ძალადობა ეხება ნებისმიერი ასაკის, განათლების, კულტურისა თუ ეროვნული მიკუთვნებულობის მქონე ქალს. და ამიტომაცაა იგი საერთაშორისო პრობლემა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები. საქართველოში იტალიის ელჩის თქმით, სპექტაკლის მიზანია, რომ ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე საზოგადოება უფრო სენსიტიური გახადოს.

 

სპექტაკლში მონაწილეობდნენ ანა არეშიძე, მაია ასათიანი, თამარ ბერუჩაშვილი, მაკა ჩიჩუა, ლანა ღოღობერიძე, მანანა კობახიძე, ეკა მიშველაძე, მაია ფანჯიკიძე, ნათია ფანჯიკიძე, რუსუდან ფეტვიაშვილი, ნინო სუხიშვილი, ეკა ტყეშელაშვილი, თეა წულუკიანი, ფედერიკა ფავი, ტურკ პირიო, ერიკა კრაპილოვა.

 

“სასიკვდილოდ დაჭრილი ქალები” ედგარ ლი მასტერსის “სფუნ რივერსის ანთოლოგიის” მაგალითზე შექმნილი მონოლოგების კრებულია. ტექტსები დაწერილია იტალიელი მწერლის, სერენა დანდინს მიერ, მაურა მაზიტისთან ერთად.

 

ისტორიები აგებულია მედიის მიერ გაშუქებული ამბების საფუძელზე, თუმცა მხატვრული ტექსტი მწერლის ინტერპრეტაციითაა შექმნილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი