ახალი ამბები

ბოკერია: ჩემი დაკითხვაზე დაბარების დაგვიანება ცოტა უხერხულიც იყო

4 აპრილი, 2014 • • 1090
ბოკერია: ჩემი დაკითხვაზე დაბარების დაგვიანება ცოტა უხერხულიც იყო

“აბსოლუტურად არ ყოფილა ჩემთვის მოულოდნელი. ბატონ ივანიშვილს, როდესაც ის პრემიერ-მინისტრი იყო, შემდეგაც აგრძელებს დე ფაქტო მმართველობას, არაერთხელ საჯაროდ აქვს დაანონსებული ეს ამბავი, რომ ლოგიკური დაკვეთაა, საჯაროდ, მკაფიოდ ნათქვამი. ესეც რომ არ იყოს, ის, რაც ხდება დღეს ქვეყანაში, აშკარაა, რომ პროკურატურა ჩვეულებრივ გამოიყენება, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი ხელისუფლების მხრიდან,”- განაცხადა გიგა ბოკერიამ მედიასთან მთავარ პროკურატურაში შესვლამდე. 

 

მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც მისი თანაგუნდელების წარმომადგენლები არაერთხელ იყვნენ დაბარებულებები და დაკავებულები, მისი “დაბარების დაგვიანება უხერხულიც იყო.”

“მე მგონია, რომ ეს დაკავშირებულია იმ ღრმა კრიზისთან, რომელშიც ხელისუფლება, პროკურატურაც და სამართალდამცავი ორგანოები იმყოფება თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ნუგზარ წიკლაურის ცემასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ხელსაყრელ მომენტად მიიჩნიეს ეს დღე.

 

ივანიშვილმა ამაზე საჯაროდ ილაპარაკა და მეც შემიძლია ვილაპარაკო, ის და მისი დაკვეთით პროკურატურა თვლიდნენ, რომ ის ხარჯები, რომელსაც უშიშროების საბჭო წევდა უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით საერთაშორისო პოლიტიკის ასპარაზზე, არ იყო მიზნობრივი. თუ ვიმსჯელებთ ივანიშვილის მიერ დაანონსებული ამბებით, დღეს იქნება, თუ ხვალ-ზეგ, ეს შეიძლება მოხდეს. არ მინდა ვიმარჩიელო, შეიძლება დე ფაქტო მმართველმა შეცვალოს ეს გადაწყვეტილება, ან არ შეცვალოს,”- განაცხადა ბოკერიამ. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი