ახალი ამბები

შსს: საქართველოს 2014 წლის პირველ კვარტალში 1 მილიონი ადამიანი ესტუმრა

3 აპრილი, 2014 • • 1147
შსს: საქართველოს 2014 წლის პირველ კვარტალში 1 მილიონი ადამიანი ესტუმრა

შსს-ს მონაცემებით, 2014 მარტში საქართველოს საზღვარი 392 725-ჯერ გადაიკვეთა. სამინისტროს ინფორმაციით, იანვარ-მარტში ქვეყანაში 1 006 267 ვიზიტი განხორციელდა, რაც 7,6%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს.

 

შსს განმარტავს, რომ 1 006 267 ვიზიტორიდან ტურისტების პირობითი წილია – 374 382 (ვიზიტი), რაც საერთო რაოდენობის 37,2% შეესაბამება. ამ მხრივ მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 10,1%-ია. 

 

რაც შეეხება ტრანზიტს, მისი მაჩვენებელია 175 805 ვიზიტი, რაც საერთო რაოდენობის 17,5%-ია,  მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 39%-ია. 

 

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3%-ით იკლებს “სხვა დანიშნულების” ვიზიტები -456 080. იგი საერთო რაოდენობის 45,3%-ს შეადგენს. 

 

2014 წლის მარტში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან (-26%), აზერბაიჯანიდან (+39,9%), სომხეთიდან (+30,7%), რუსეთიდან (+38,8%), უკრაინიდან (+38,5%) და ირანიდან (-43,9%) განხორციელდა.

 

შსს-ს ცნობით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ–მარტშიც კვლავ პოლონეთი, ნიდერლანდები, ლიტვა და იტალია (შესაბამისად, 147%, 26%, 24%, და 21%) ლიდერობენ, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი – ბელორუსიის  და მოლდოვის მოქალაქეები 40% და 27%–იანი მატებით. შუა აზიის ქვეყნებიდან -ყაზახეთი (25%).

მასალების გადაბეჭდვის წესი