ახალი ამბები

რუსულ-ქართულ კონფერენციას მოსკოვში საქართველოდან დელეგაცია ესწრება

2 აპრილი, 2014 • • 1098
რუსულ-ქართულ კონფერენციას მოსკოვში საქართველოდან დელეგაცია ესწრება

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, რუსულ-ქართული კონფერენცია რეგიონული უსაფრთხოების და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე იმართება. 

 

აღნიშნული ფორუმი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე წერია, ორი ქვეყნის საზოგადოებრივი დიალოგის განვითარების ფარგლებში, საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელწმიფო უნივერსიტეტის (МГИМО) ინიციატივით შედგა.


ოფიციალური ინფორმაციითვე, მხარეებს შორის მოხდა აზრთა გაცვლა მიმდინარე ვითარების, ურთიერთობის შესაძლო ნორმალიზაციის, ასევე, გრძელვადიანი სტაბილურობისა და უსაფრთხოების პერსპექტივების შესახებ კავკასიაში. 


რაც შეეხება კონფერენციის მონაწილეების ვინაობას საქართველოს მხრიდან, მათ შესახებ გამოცემა newsgeorgia.ru ავრცელებს. მათ შორისაა მამუკა არეშიძე, სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის დირექტორი, ნანა დევდარიანი – გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, ლევან მეტრეველი – კომპლექსური პრობლემების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი. ამავე ნუსხაში იყო გია ჟორჟოლიანი, პარლამენტის წევრი. თუმცა მან მოსკოვში ვიზიტი ნეტგაზეთთან არ დაადასტურა. მისი განმარტებით, მას ჰქონდა შეთავაზება დასწრებოდა აღნიშნულ ფორუმს, მაგრამ უარი განაცხადა.

 


მასალების გადაბეჭდვის წესი