ახალი ამბები

პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა

2 აპრილი, 2014 • • 1118
პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა

წარმოდგენილი კანონის პროექტი ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან იმ დებულებების ამოღებას, რომელიც ეხება საქართველოს პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, კერძოდ, ცვლილებების თანახმად, პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისათვის საჭირო აღარ არის პარლამენტის თანხმობა. 

 

აღნიშნულ ცვლილებას ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმცირესობა. მათი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, პარლამენტი პროკურატურის დაქვემდებარებაში გადადის, რომელსაც, თავის მხრივ, მთავრობა აკონტროლებს:

 

“ის, რაც დღეს ხდება, არის თითოეული დეპუტატის საწინააღმდეგო, მათ შორის უმრავლესობის იმ დეპუტატების საწინააღმდეგო, რომლებსაც აუცილებლად ექნებათ პრობლემები პროკურატურასთან. ათი წელია პარლამენტის წევრი ვარ, აქედან ოთხი წელი პარლამენტის თავმჯდომარე ვიყავი და კარგად ვიცი, როგორი ტიპის პრობლემები შეიძლება არსებობდეს პროკურატურასა და უმრავლესობის წევრებს შორის. დღესაც შემიძლია ამ ტრიბუნიდან დავასახელო სამი-ოთხი დეპუტატის გვარი უმრავლესობიდან, რომლებსაც პროკურატურასთან ჰქონდათ პრობლემა. ამ კანონის მიღების შემდეგ ასეთი დეპუტატების რაოდენობა იქნება არა სამი-ოთხი, არამედ 30-40,”-აღნიშნა ბაქრაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი