ახალი ამბები

კონსტიტუციაში ქორწინების მხარეების განმსაზღვრელი ცვლილების შეტანას რუსეთშიც ითხოვენ

2 აპრილი, 2014 • • 1244
კონსტიტუციაში ქორწინების მხარეების განმსაზღვრელი ცვლილების შეტანას რუსეთშიც ითხოვენ

დეპუტატის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში ეს საკითხი საკმარისად დაკონკრეტებული არ არის და საჭიროა მისი შეცვლა რუსეთის ეროვნული–ტრადიციული ღირებულბების დასაცავად, რომელიც “მსოფლიოს უკანსკნელი ტენდენციებიადნ გამოდმინარე საფრთხის ქვეშაა”.

 

ზოტოვის ინიციატივას მხარს უჭერენ კომუნისტებიც. რუსი დეპუტატი იმედოვნებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებისათვის საჭირო ხმების რაოდნეობის მოგროვებას შეძლებს.

 

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ინიციატივით 28 მარტს საქართველოს პრემიერ–მინისტრიც გამოვიდა:

 

“გამოვდივარ ინიციატივით, რომ კონსტიტუციაში შევიტანოთ ჩანაწერი, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ასე მოიქცა ლატვია, შარშან კი- ხორვატია ევროკავშირში შესვლის წინ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი